დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

ჯერჯერობით უცნობია, როგორია დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

ახალციხეში ორი კაცი ნაჯახით დაჭრეს

შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.