ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც რუსთავთან მანქანით ხევში გადავარდა – ფოტოები

ავარიის შემდეგ 21 წლის ახალგაზრდა კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა.
Sputnik

ახალგაზრდა რუსთაველი მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შემდეგ კლინიკაში იყო ჰოსპიტალიზირებული, გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

21 წლის ვარლამ წინწალაშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 11 ივნისს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ავტომობილი, რომელსაც ის მართავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.
მანქანაში ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ვარლამ წინწალაშვილის თანმხლებ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, 21 წლის რუსთაველი ახალგაზრდა კი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" სიკვდილს 21 დღის განმავლობაში ებრძოდა.