Carrefour-ში ევაკუაცია გამოცხადდა

რა გახდა ევაკუაციის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ში ჰიპერმარკეტ Carrefour-ის მომხმარებლებსა და პერსონალს შენობის დატოვება მოსთხოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რა გახდა ევაკუაციის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დრომდე არ შესულა.