მსოფლიო დღეს

წყალდიდობა ინდოეთში: მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

დამბის გარღვევა ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა გამოიწვია, რამაც შვიდი დაბა დააზიანა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში დამბის გარღვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება სააგნეტო ANI. 

სტიქიური უბედურების მოლოდინში: იაპონიაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კიდევ 8 ადამიანის ბედი აქამდე გაურკვეველია. ადგილზე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. შტატის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დროთა განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.

დამბის გარღვევა ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა გამოიწვია, რამაც შვიდი დაბა დააზიანა. გარდა ამისა, სრულიად წაღებულია 12 ერთსართულიანი სახლი, რომლებიც დამბის მახლობლად მდებარეობდა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, უახლოეს დღეებში თავსხმა წვიმები არ შეწყდება.