ჭავჭავაძის პროსპექტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები შემოდგომის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა, რა ვითარებაა ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე.
ჭავავაძის პროსპექტზე სარემონტო სამუშოების ფარგლებში უნდა გამოიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარი - როგორც ტორტუარებზე, ისე ავტომობილების სავალ ნაწილზე.
იმისათვის, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი არ შეიქმნას, თბილისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პროსპექტი ეტაპობრივად გადაკეტოს - სარემონტო სამუშაობეის ჩატარების კვალდაკვალ.
ამ დროისათვის ტრანსპორტი ავავაძის პროსპექტის პარალელურ ქუჩებზე მოძრაობს. საცობების თავიდან აცილების მიზნით, ზოგ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა.