რა აჩუქეს ქუთაისში Wizz Air-ის  მეორმილიონე მგზავრს - ვიდეო

იღბლიან ტურისტს საჩუქრები პირადად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს Wizz Air-ის მეორმილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ანა ჰეინცი ქუთაისში დორტმუნდიდან ჩამოვიდა მას  დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა.

ანა ჰეინცსა და რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და ჩირი გადასცა.

მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Wizz Air-ის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი გარტ ლუნდი დახვდნენ.

ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე >>

Wizz Air–ი  მსხვილი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზრის 12%–ს იკავებს. 2018 წელს ლოუკოსტერი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ბაზირებს,  587,2 ათას მგზავრს მოემსახურა. იგი 14 ევროპული ქვეყნის 21 ქალაქში ახორციელებს ფრენებს. ეს ავიაკომპანია 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავიაგადამზიდავების ტოპ-ხუთეულში ლიდერობს. ლოუკოსტერის მომსახურებით 2019 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 152,7 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

რა აჩუქეს ქუთაისში Wizz Air-ის  მეორმილიონე მგზავრს - ვიდეო