ნიკა მელია: ამათ, მგონი, რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან

პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
Sputnik

„ამათ, მგონი, რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან. თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე. თან მეუბნებიან, არა ხარ დამნაშავეო, მათივე სტანდარტებით, მაგრამ სახლში იჯექიო, არ გამოხვიდეო და არ გამოვალ, ჩემო ბიძინა, არ გამოვალ“, – ამბობს ნიკა მელია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული თვალთვალი დაწესდა და მან ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს.