ყვითელი ამბები

ლევან ჯიბღაშვილმა 400-კაციანი ქორწილი გადაიხადა – ფოტოები

ცნობილი მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დაქორწინდა.
Sputnik

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა და მისმა მეუღლემ სალი სულხანიშვილმა რესტორან „გუჯარში“ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიას წინ უძღოდა წყვილის ახალდაბადებული ვაჟის მიქაელის ნათლობა.

ნათლობის შემდეგ წყვილმა ხელი მოაწერა, ბოლოს კი სტუმრებმა რესტორანში გადაინაცვლეს.

ქორწილს მუსიკალურად დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე და „ლათინო ბოის“ აფორმებდა.

ტრადიციისამებრ, წვეულების დასასრულს გრანდიოზული საქორწინო ტორტიც გაჭრეს.

სალომე ლევანის პირველი შეყვარებულია. წყვილს შორის დიდი ხნის წინ გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომე გათხოვდა, წლების განმავლობაში რუსეთშიც მოუწია ცხოვრება. პარალელურად ლევანის სასიყვარულო ისტორიებიც არ ყოფილა დამალული საზოგადოებისთვის.
როგორც ჩანს, პირველმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და ლევანმა სალომეს ხელი სთხოვა. ლევანი და სალომე მცხეთაში, სვეტიცხოველში დაიწინდნენ.