ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ კესარიას ცხოვრება და მასთან დაკავშირებული ამბები. როგორც კესარიამ თავის გულშემატკივრებს ამცნო, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის სულ ახლახან დაშორდა ადამიანს, რომელთან ერთადაც სამი წელი გაატარა.
„მოკლედ რომ ვთქვა, ამ სამი წლის განმავლობაში ამოვწურეთ ერთმანეთი. დაშორების შემდეგ ადამიანები იწყებენ ერთმანეთის ლანძღვებს, უარყოფითი კომენტარების გაკეთებას. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი ტონია. ძალიან უკულტურობაა, როცა ადამიანთან ხარ სამი წელი, მერე გამოდიხარ და ლანძღავ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც უარყოფითი და რა თქმა უნდა მასაც ქონდა. დავინდობ, ვიქნები ლმობიერი და ვეცდები მასზე ცუდი არ ვისაუბრო“, – ამბობს კესარია.
როგორც მოდელმა აღნიშნა, სურს გვერდით მასავით ცეცხლოვანი ადამიანი ჰყავდეს.
„ჩემნაირ ცეცხლოვან, მხურვალე, გიჟ და გადარეულ ადამიანს ალბათ თავისნაირი გიჟი ადამიანი სჭირდება გვერდით“.
ერთად ცხოვრების პერიოდში კესარიას საყვარელი მამაკაცი ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა. აჩუქა ბინა, უამრავი ძვირფასი სამკაული, ძვირადღირებული ტანსაცმელი. თუმცა, როგორც კესარიამ აღნიშნა, მისთვის ბედნიერება არ არის ძვირადღირებული საჩუქრები და მატერიალური კეთილდღეობა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ბედნიერებაზე და ჩემთვის ბედნიერება არ არის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა. არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც აუცილებელია ყველა ქალისთვის“.
კესარია იმედოვნებს, რომ სწორედ ახლა მისთვის ძალიან საინტერესო, ფერადი და ლაღი ცხოვრება იწყება.