„ვცდილობდი, რომ მისი არსებობა არ შემემჩნია...“ – გოგომ „კაპოტით“ ბიჭი მთელი გზა ატარა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეორგოლი, როგორ დაჰყავს ქალს თავისი მანქანის „კაპოტით“ ბიჭი.
Sputnik

ვიდეო ქუჩაში მოძრავმა ერთ-ერთმა მძღოლმა გადაიღო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს უცნაური მგზავრობა დაახლოებით 1,5 კილომეტრის მანძილზე გაგრძელდა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. მოგვიანებით კი ქალმა განმარტება გააკეთა.

„მანქანა სახლთან უნდა გამეჩერებინა. ის გამომყვა და „კაპოტზე შეხტა“. ვიცნობ მას და საერთოდ არ მსურს ურთიერთობა, ის შეშლილია. ჩემ საქმეზე მივდიოდი და ვცდილობდი, რომ მისი არსებობა არ შემემჩნია. როგორც ჩანს, ბოლოს დაიღალა და ჩამოვიდა“, – დაწერა ქალმა.