არეულობა ისრაელში – ეთიოპიელი საზოგადოების პროტესტი ფოტოებზე

Sputnik

ისრაელში რამდენიმე დღეა ეთიოპური თემის დიდი საპროტესტო აქციები იმართება პოლიციელის მიერ 19 წლის სოლომონ ტეკას ლიკვიდაციის შემდეგ. იხილეთ ფოტოკადრები, თუ რა ხდება თელ-ავივში.

დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები და დიდ ქალაქებში შესასვლელები – თელ-ავივში, რინოშ ლე-ხიონში, აშკელონში. საცობში ასობით ათასი ადამიანია გაჭედილი. დემონსტრანტებთან შეტაკებისას დაშავდა პოლიციის თანამშრომელი.

მანამდე ოპერმუშაკებმა 19 წლის სოლომონ ტეკას ლიკვიდაცია მოახდინეს, რომლის წინააღმდეგაც კანონდარღვევების გამო რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობდა. ინციდენტი 30 ივნისს მოხდა რაიონის ახალგაზრდულ კლუბთან, სადაც ეთიოპიიდან რეპატრიანტი ოჯახების შვილებისათვის ღონისძიებები იმართება.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, მათი თანამშრომელი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. ამ დროისათვის პოლიციელს შინა პატიმრობა მიესაჯა, მოკლულის ნათესავები და მეგობრები, ასევე საზოგადოების წევრები მის მკაცრად დასჯას მოითხოვენ.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოპერმუშაკი ქუჩაში მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა. არეულობის მონაწილეებმა მას ქვების სროლა დაუწყეს, თავდაცვის მიზნით მან ტაბელური იარაღი გამოიყენა.

 

1 / 12
ისრაელში არეულობა გრძელდება - თელ-ავივის ქუჩებში მანქანებს წვავენ
2 / 12
საზოგადოება პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს
3 / 12
პროტესტი და არეულობა 30 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა 19 წლის სოლომონ ტეკა მოკლა
4 / 12
წესრიგის დასამყარებლად თელ-ავივის ქუჩებში პოლიციის სპეცრაზმი გამოჩნდა, თუმცა ისინი ეთიოპიის საზოგადოების წარმომადგენლებთან დაპირისპირებას ერიდებიან, რათა სიტუაცია არ გაართულონ
5 / 12
პროტესტი არ ჩაწყნარებულა, ვინაიდან აქციის მონაწილეები ითხოვენ ტეკას მკვლელი პოლიციელის დასჯას
6 / 12
როგორც გაირკვა, 19 წლის სოლომონ ტეკას ადრეც ჰქონია კანონთან პრობლემები, ის რამდენჯერმა მიეცა პასუხისგებაში კანონდარღვევის გამო
7 / 12
ისრაელის პოლიციის განცხადებით, ოპერმუშაკი ქუჩაში მოჩხუბარ ახალგაზრდებს აშველებდა, რა დროსაც მას ქვები დაუშინეს, პოლიციელმა თავდაცვის მიზნით ტაბელური იარაღი გამოიყენა
8 / 12
იანვარში ეთიოპიის საზოგადოება ასევე მართავდა მასობრივ საპროტესტო აქციებს - მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ბატ-იამელი იეგუდა ბიადგა მოკლეს, რომელსაც ფსიქიური პრობლემები ჰქონდა
9 / 12
ასე ბლოკავენ თელ-ავივში ერთ-ერთ გზას დემონსტრანტები
10 / 12
პოლიციელმა, რომელსაც სოლომონ ტეკას მვლელობაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რმ მან მიწის მიმართულებით ისროლა და ტყვია შესაძლოა მსხვერპლს ასხლეტით მოხვდა. ამ დროისათვის პოლიციელს შინა პატიმრობა მიესაჯა. ფოტოზე - პოლიციელი აკავებს თელ-ავივში არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს
11 / 12
თელ-ავივის ერთ-ერთი მთავარი გზა, როელიც მომიტინგეებმა გადაკეტეს. საცობში ასობით მანქანა დგას
12 / 12
ეთიოპიის საზოგადოების წევრების თქმით, პოლიციელებს შავკანიანი ახალგაზრდების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებთან ერთად აპროტესტებენ