მსოფლიო დღეს

სტიქიური უბედურების მოლოდინში: იაპონიაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ხალხი სპორტდარბაზებსა და სხვა შენობებში გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილებში.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ რაიონებში წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო, დაახლოებით მილიონამდე ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

ხალხი სპორტდარბაზებსა და სხვა შენობებში გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილებში.

სტიქიური უბედურების საფრთხე ძლიერი წვიმების გამო წარმოიშვა. მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ წვიმები კვლავ გაგრძელდება. მათი მონაცემებით, ზოგ რაიონში დღე-ღამეში შესაძლოა ნალექის ერთი თვის ნორმა მოვიდეს.

შეგახსენებთ: გასული წლის ივლისში ჰიროსიმას, ეჰიმესა და ოკაიამას პრეფექტურებში წყალდიდობამ და მეწყერმა 20 ადამიანი იმსხვერპლა.