ყვითელი ამბები

„ქართველები აღვირახსნილები არიან, ვნება მოზღვავებული აქვთ კაციან-ქალიანა“ - ზალიკო ბერგერი

დიზაინერი ზალიკო ბერგერი დაოჯახებას ფიქრობს.
Sputnik

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ფიქრობს, რომ ქართველები სექსზე იმიტომ საუბრობენ ხშირად, რომ მოზღვავებული სექსუალური ენერგია აქვთ.

„ჩვენ და მართლმადიდებლობა, ეს აკრძალვები, რომ ვნება შებოჭოს, რაც მოზღვავებული აქვს ქართველს კაციან-ქალიანა. ის აკრძალვები კიდე ალაპარაკებს ამ ადამიანებს. სინამდვილეში ქართველი ბუნებრივად აღვირახსნილია, მაგრამ ვითომ არ არის“, – ამბობს დიზაინერი გადაცემა „სთორიში“.

კითხვაზე, რატომ არ მოჰყავს ცოლი, ზალიკო ამბობს, რომ „ამაზე არასდროს უჩალიჩია“.

ზალიკო ბერგერი: იქ ყველას რაღაც სახელი ერქვა, მე კი ბერგერი იმიტომ შემარქვეს, რომ... >>>

„ვეძებ, თვითონ რატო არ მომძებნა არასდროს. არც არასდროს არავის უჩალიჩია და მე თვითონ არასდროს ვჩალიჩობ. მივეჩვიე დედისერთობის კომფორტს. თან არც ჭკუა მომემატა, მოქეიფე ტაშფანდურა ვარ. შვილი ძალიან მინდა. მდიდარ საცოლეს ისევ ვეძებ, მარა არც მდიდარი ჩანს და არც ღარიბი“, – ამბობს ზალიკო ბერგერი.