რატომ შეუჩერდა უკრაინაში საქართველოს ელჩს სტატუსი?

ვინ შეცვლის დუმბაძეს და ვინ დაიკავებს უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით საგანგებო დავალებათა ელჩის პოსტს დაიკავებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მამუკა ხაზარაძე საქართველოში უკრაინელ ტურისტებს ჩამოიყვანს

დუმბაძეს უკრაინაში საქართველოს ელჩის პოზიცია 2017 წლის 15 ივნისიდან ეკავა. 2014-2016 წლებში იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

„სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება როტაციის პრინციპით. ასე მოხდა გელა დუმბაძის შემთხვევაშიც, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში – საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდიელბა", – განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

ვინ შეცვლის დუმბაძეს და ვინ დაიკავებს უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.