თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკი 25 ახალი მანქანით შეივსო, აქედან 22 მანქანა ნარჩენების მზიდია.
მათ გარდა ორი მანქანა თოვლის საწმენდია და კიდევ ერთი – გზის დასახაზი.
„ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანია, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის დასუფთავება", – განაცხადა კალაძემ პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ამჟამად თბილისს დაახლოებით სამასი ერთეული სპეცტექნიკა ემსახურება. ახალი მანქანები ქალაქს 8 მილიონი ლარი დაუჯდა.