ყვითელი ამბები

ჯაჯანიძე: „ჩავეხუტეთ ერთმანეთს, დავიწყეთ ტირილი და გადავედი ამ ქალთან საცხოვრებლად...“

მსახიობი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ფიქრობს, რომ ყოველთვის სწორ დროს და სწორ ადგილზე ხვდება.
Sputnik

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე იხსენებს, 13 წლის ასაკში როგორ მიუტანა სახლში სასიყვარულო წერილი ჭიათურაში გასტროლებზე ჩასულ მსახიობს დოდო ქერდიკაშვილს, რომელიც წლების შემდეგ, აბიტურიენტობის პერიოდში შემთხვევით თბილისის მეტროში ნახა.

როგორც გადაცემა „სთორიში“ ჯაჯანიძემ განაცხადა, ქალს გაესაუბრა, უთხრა, რომ ჭიათურის მსახიობი იყო, მან კი სახლში დაპატიჟა, სადაც მოულოდნელად გაუმხილა, რომ იმ წერილის ავტორი იყო, რომელსაც ქალი საკუთარ თილისმას ეძახდა.

„თილისმა მაქვს შენახულიო – გამოიტანა წერილი. კითხვა რომ დაიწყო, ვუთხარი, პასუხი რატომ არ დაუბრუნე–მეთქი. ჩავეხუტეთ ერთმანეთს, დავიწყეთ ტირილი და გადავედი ამ ქალთან საცხოვრებლად. ეს იყო ჩემი მეორე დედა“, – იხსენებს მსახიობი.

მისი თქმით, ყოველთვის სწორ ადგილზე მიდის სწორ დროს.