ყვითელი ამბები

„სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა...“ – როგორ გადაარჩინა პოლიტიკოსმა პატიმარი სიკვდილს

ეკა ბესელია მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს იხსენებს.
Sputnik

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ გადაცემა „სთორიში“ მის პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გაიხსენა. მისი თქმით, ეს იყო უვადო პატიმრობამისჯილი ადამიანის საქმე, რომელიც საბოლოოდ მისი 5 წლის მუშაობის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ეკა ბესელიას თქმით, ეს იყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი, როდესაც ფაქტობრივად ერთი ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. 

„სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა, არაადამიანურ პირობებში. მკვლელობა-ყაჩაღობის საქმეზე იყო დაკავებული. ფაქტობრივად ერთი პროცენტი იყო ამ საქმიდან რაიმეს შეცვლის შანსი, თუმცა მე მარტივი საქმეები არ მიყვარს", – ამბობს ეკა ბესელია.

იურისტი იხსენებს, რომ შემთხვევა 2001-2002 წელს მოხდა.