ბათუმში ავტომობილები გაქურდეს

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ბათუმში ოთხი ავტომობილი გაქურდეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევა მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. დილით მეპატრონეებს ავტომობილები გაქურდული დახვდათ. კონკრეტულად რისი წაღება მოახერხეს, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.