თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. თორმეტმა ჯარისკაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.