„Sputnik–საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, თუ რას ფიქრობენ თბილისელები უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ. იხილეთ ვიდეო, თუ რაზე ისაუბრეს თბილისის მკვიდრებმა.
სამშაბათს, 2 ივლისს აღინიშნება არაოფიციალური დღესასწაული სახელწოდებით „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მსოფლიო დღე“ ან „უფოლოგიის დღე“. ბევრი მეცნიერი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი უცხოპლანეტელების, კოსმოსური ხომალდებისა და სხვა მსგავსი კვლევების მიმართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწელები მარტო ვართ სამყაროში. აღმოჩნდა, რომ ამისი არაერთ თბილისელსაც სჯერა.