ზღვაზე დასასვენებლად მყოფი ორი მოზარდი მაშველთა ჯგუფმა გადაარჩინა – ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორ გადაარჩინეს ორი ბიჭი დახრჩობას.
Sputnik

ზღვაზე დასასვენებლად მყოფი ორი მოზარდი ბიჭი წყლის ძლიერმა დინებამ გაიტაცა. თავდაპირველად ზღვაში ერთი მათგანი შევიდა, მაგრამ უკან ამოსვლა ვეღარ შეძლო, შემდეგ წყალში მის გადასარჩენად მეორე მოზარდი შევიდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა ინგლისში, კერძოდ, დევონის ოლქში გუშინ მოხდა.

მოზარდები ნაპირზე უსაფრთხოდ გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.