რუსთავში მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსთავში მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა მარის არხის დასახლებაში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.