ყვითელი ამბები

„რა საყვარელია“: ბერა ივანიშვილი მამობისთვის ემზადება

ბერას გამომწერები დარწმუნებულნი არიან - ის კარგი მამა იქნება
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა, რომელიც Instagram-ის აქტიური მომხმარებელია და მამობისთვის ემზადება, გამომწერებს ბავშვთან გადაღებული ფოტოები გაუზიარა.

ბერას ხელში უჭირავს საყვარელი ბავშვი და კომენტარში უთითებს: „ვმუშაობ საკუთარ მამობრივ ჩვევებზე ჩემი პატარა საუკეთესო მეგობრის დახმარებით“.

ფოტოსურათს მუსიკოსის ასობით გამომწერი გამოეხმაურა და ბერას ბევრი თბილი კომენტარი დაუტოვა.

„ბერა, მარკი ვარ, წარმატება!!“, - წერს მომხმარებელი markysha2007.

„რა კარგია. რასაკვირველია, უნდა ივარჯიშო, რადგან „ბავშვი“ - დიდი პასუხისმგებლობაა!!“, - წერს mesume.vi.6.

ისეთებიც გამოჩნდნენ, რომელთაც ბერას ცხოვრებაში მამობის შესანიშნავ მაგალითზე - ბიძინა ივანიშვილზე მიუთითეს.

„ბერა, შენგან შესანიშნავი მამა დადგება, შენი მომავალი შვილები ბედნიერები იქნებიან, რადგან შენ გაქვს ბიძინას მაგალითი - მან გაჩვენა, როგორი მამა უნდა იყო და როგორ უნდა გიყვარდეს შვილები! ღმერთმა გაგაბედნიეროს შენ და შენი ოჯახი!“, - წერს irinachogo.

 

ბერამ და მისმა მეუღლე ნანუკა გუდავაძემ ახალი ამბავი საზოგადოებას ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში ამცნეს. მათ გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ჩახუტებულებს ხელის გულებზე უწყვიათ ბავშვის ფაჩუჩები. მოგვიანებით მომავალმა მშობლებმა ბავშვის სქესიც გაამხილეს - ისინი ბიჭს ელოდებიან.

„ვგიჟდები შენს კუნთებზე“ – ბერას პიკანტურმა ფოტოებმა ინტერნეტი დაიპყრო >>

საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ერთ-ერთი ვაჟი - ბერა მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა. ახალგაზრდებმა მცხეთაში, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შემდეგაც ეს ღირსშესანიშნავი დღე კოჯრის მახლობლად, ერთ-ერთ ფეშენებელურ კომპლექსში აღნიშნეს. ოფიციალურად ბერამ ურთიერთობა რჩეულთან 2019 წლის მარტში დააკანონა.

ყვითელი ამბებიახალი ამბებისაზოგადოებასაქართველო