პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დგას - რუსთაველის გამზირი გახსნილია

შიმშილობას სამი ადამიანი აგრძელებს
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მიტინგები რუსთაველის გამზირზე მე-12 დღეა მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას - მას ბრალს სდებენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის დაშლის დროს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დგას - რუსთაველის გამზირი გახსნილია

ორშაბათს აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის ძირითადი შემადგენლობა ახალგაზრდობაა.

ამჟამად რუსთაველის გამზირი გახსნილია - აქციის მონაწილეები ტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ უშლიან.

„სალაპარაკო არაფერია. მარტო ის ვიცით, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს“, - მიმართა შეკრებილებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, ისინი პარლამენტთან ყოველდღე შეიკრიბებიან, სანამ გახარია მინისტრის პოსტს არ დატოვებს.

აქციის მონაწილეებს მიმართეს ქართველებმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. ვიდეომიმართვის ჩანაწერი დიდ ეკრანზე აჩვენეს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დგას - რუსთაველის გამზირი გახსნილია

ორშაბათს შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მოშიმშილე გიგა ლემონჯავა, რომელიც საკვებს მერვე დღე არ აღებს. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, შიმშილობის შედეგად პაციენტს ჰიპოგლიკემია განუვითარდა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება... ამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია“, - განაცხადა ექიმმა თამარ სარიამ.

ამ ეტაპზე შიმშილობას სამი ადამიანი აგრძელებს.

აქციაზე ყველა მსურველისთვის „თავისუფალი მიკროფონი“ მუშაობს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დგას - რუსთაველის გამზირი გახსნილია

პროტესტი თბილისში დაიწყო საქართველოში რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დგას - რუსთაველის გამზირი გახსნილია

საქართველოში მიმდინარე ანტირუსული აქციების ფონზე და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს ურჩიეს, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით საგზურები. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობის მიხედვით რუსები ლიდერობდნენ.