გზები ყინულის მდინარეებად იქცა, სეტყვის საფარმა მეტრ-ნახევარს მიაღწია – უჩვეულო ვიდეო

უჩვეულო მოვლენის მოწმენი გახდნენ მექსიკის მცხოვრებნი.
Sputnik

მექსიკის დასავლეთ ნაწილს სტიქია დაატყდა თავს. მექსიკის ქალაქ გვადალახარაში და მის შემოგარენში იმ რაოდენობის სეტყვა მოვიდა, რომ სეტყვის საფარმა ზოგან მეტრ-ნახევარს მიაღწია. მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებს წმენდნენ.

ქუჩები ყინულის მდინარეებს დაემსგავსა, დაზიანდა ორასზე მეტი სახლი და ათეულობით მანქანა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე დაშავებულმა ადამიანმა საავადმყოფოებს დახმარებისთვის მიმართა.