დემონსტრაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრაზილიაში – გამორჩეული ფოტოები

Sputnik

ბრაზილიური საპროტესტო აქციები რაღაცით კარნავალს წააგავს. ამჯერად ათობით ათასი ადამიანი კორუფციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. იხილეთ ბრაზილიელების საპროტესტო აქციის გამორჩეული ფოტოები.

ბრაზილიაში კორუფციის წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრ სერხიო მოროს სოლიდარობის ნიშნად ათასობით მომიტინგე გამოვიდა, რათა მისთვის მხარი დაეჭირათ გამოძიების ჩატარებაში.

 

1 / 20
ბრაზილიაში კოპაკაბანას სანაპიროზე ათასობით მომიტინგემ მოიყარა თავი
2 / 20
აქციის მონაწილეები კორუფიიც წინააღმდეგ გამოვიდნენ
3 / 20
აქციის მონაწილეები ნაციონალური სიმბოლიკით იცავენ საკუთარ უფლებებს
4 / 20
დემონსტრანტები მხარს უჭერენ ბრაზილიის იუსტიციის მინისტრ სერხიო მოროს, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს
5 / 20
ამავდროულად ბრაზილიელების ნათელი და ფერადი საპროტესტო აქცია რაღაცით კარნავალსაც წააგავს
6 / 20
აქციის მონაწილეებმა აქციაზე შინაური ცხოველებიც მიიყვანეს
7 / 20
დემონსტრაციაზე ბრაზილიელები ოჯახებითა და ბავშვებით მივიდნენ
8 / 20
დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობს - წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს
9 / 20
ამ დროისათვის სერხიო მორო წნეხის ქვეშაა, რამაც მომიტინგეთა მხარდაჭერა გამოიწვია
10 / 20
ასე გამოიყურება კოპაკაბანას სანაპირო აქციის დროს სიმაღლიდან
11 / 20
ბრაზილიაში მიმდინარე აქციას სხვა ქალაქებში შეუერთდნენ. ფოტოზე - საპროტესტო აქცია რიო-დე-ჟანეიროში
12 / 20
დემონსტრანებს ხელში უჭირავთ პლაკატი ლოზუნგით „ჩვენ მხარს ვუჭერთ გმირებს“
13 / 20
ასე მიმდინარეობდა სერხიო მოროს მხარდამჭერი აქცია ბრაზილიის დედაქალაქში
14 / 20
დემონსტრაციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან
15 / 20
კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის დემონსტრანტებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად სხვადასხვა სიმბოლოები მიაქვთ
16 / 20
სერხიო მოროს ამ დროისათვის ადანაშაულებენ პროკურორებთან ერთად შეთქმულებაში, რომელიც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასუი ლულა და სილვას წინააღმდეგაა მიმართული
17 / 20
სერხიო მორო, რომელიც ადრე გავლენიანი მოსამართლე იყო, იუსტიციის მინისტრი გახდა
18 / 20
სერხიო მოროს მხარდასაჭერად ბრაზილიელები ქვეყნის 75 დიდ ქალაქში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ
19 / 20
იუსტიციის ახლანდელი მინისტრი ბევრ ბრაზილიელს ეროვნულ გმირად მიაჩნია
20 / 20
Демонстрации, фактически, проходят по всей Бразилии. Люди верят в невиновность Серхио Моро


Читать далее: https://sputnik-georgia.ru/photo/20190701/245783537/Demonstratsiya-protiv-korruptsii-v-Brazilii-yarkie-foto.html