ყვითელი ამბები

„ჩემი გულის დედოფალო...“ – კახა კალაძე ანუკი არეშიძეს დაბადების დღეს ულოცავს

კახა კალაძე ანუკი არეშიძეს დაბადების დღეს ულოცავს – დიზაინერი 30 წლის გახდა.
Sputnik

თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს დაბადების დღეს „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ულოცავს.

„ჩემი გულის დედოფალო, გილოცავ დაბადების დღეს“, – წერს კალაძე და აქვეყნებს ფოტოს ჯვრისწერიდან, რომელიც ორი კვირის წინ კახეთში გაიმართა.

წყვილმა ჯვარი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გრემის ტაძარში დაიწერა. მათ ჯვრისწერამდე ორი ვაჟი მონათლეს. კახას და ანუკის ოთხი შვილი ჰყავთ – ლევან, კახი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები.