თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისში 2.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 15:33 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ვაკე-საბურთალოს რაიონში იყო.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.