ღვინის ჭიქიდან გიგანტურ ქანდაკებამდე - სკულპტორი ქალის რთული გზა

Sputnik

მონუმენტალისტი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი ვერა მუხინა რიგაში დაიბადა, მდიდარი ვაჭრის ოჯახში, რომელიც მოგვიანებით მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

მოსკოვში ვერა სხვადასხვა კერძო სკოლებში სწავლობდა ხელოვნებას, მათ შორის კონსტანტინე იუონისა და ილია მაშკოვის სტუდიებში. 1912 წელს ის პარიზში მოგზაურობს, სადაც გრან შომიერის აკადემიაში ემილ-ანტუან ბურდელის ლექციებს ესწრება. შემდეგ იგი იტალიაში მიემგზავრება, სადაც რენესანსისპერიოდის ფერწერასა და ქანდაკებას ეცნობა.

1918 წელს ალექსეი ზამკოვზე, სამხედრო ექიმზე, იქორწინა.

მისი ყველაზე განთქმული ნამუშევარია "მუშისა და კოლმეურნე ქალის" უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც 1937 წლის პარიზის საერთაშორისო ექსპოზიიის საბჭოთა პავილიონის ქვაკუთხედი იყო. 24 მ სიმაღლის 75-ტონიანი ქანდაკება უჟანგავი ლითონის ფირფიტებისგან დამზადდა, რომლებიც ერთმანეთთან წერტილოვანი შედუღების ინოვაციური მეთოდით შეერთდა. ორივე ფიგურას ცალ ხელში ნამგალი და ურო უჭირავთ, რომელთა შეერთებით საბჭოთა კავშირის სიმბოლო იქმნებოდა. 1947 წელს ეს ქანდაკება, რომელიც ამჟამად სრულიად რუსეთის საგამოფენო ცენტრშია (ადრე "ვედეენხა") გამოფენილი, რუსული კინოსტუდია "მოსფილმის" სიმბოლო გახდა.

1940-იან წლებში მუხინას მხატვრული სტილი უკვე აღარ ჯდებოდა სტალინის ეპოქის სტანდარტებში. მისი პროექტები ან არასდროს აღუმართავთ, ან მნიშვნელოვნად შეუცვლიათ.

სხვათა შორის, მის მემკვიდრეობას არც ახლა სწყალობენ. მუხინას სახლი და სახელოსნო პრეჩისტენსკის 3-ში დანგრევას ექვემდებარება.

1 / 11
ვერა მუხინა 22 წლის იყო, როდესაც ციგით სრიალისას ხეს პირდაპირ სახით შეეჯახა. ახალგაზრდა ქალს სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს: თავიდან „გამოუძერწეს“ სახე, რომლის ყველა ნაკვთიც მამაკაცური იყო
2 / 11
ვერა მუხინა ერთი პერიოდი ტანსაცმლის მოდელების კონსტრუირებით იყო გატაცებული.
3 / 11
მუხინას ყველაზე ცნობილი კომპოზიცია, 24 მეტრიანი მონუმენტი „მუშა და კოლმეურნე ქალი“ პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წარადგინეს 1937 წელს. მაშინ პაბლო პიკასო წერდა კიდეც: „რა მშვენიარია ეს საბჭოთა გიგანტი პარიზის მრუმე ცის ფონზე“.
4 / 11
ვერა მუხინას სკულპტურა „მოვითხოვთ მშვიდობას!“ ეძღვნება კორეის ომს
5 / 11
ქალის შუშის ფიგურა. ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში
6 / 11
მუხინას მიერ შექმნილი საყვავილე ვაზა სახელწოდებით „ასტრა“
7 / 11
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ვერა მუხინა გახლავთ ცნობილი ღვინის თლილი ჭიქის ავტორი. თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. სხვა ვერსიით, მუხინამ არა ღვინის, არამედ ლუდის კათხა შექმნა, რომელიც ასევე მასიურად იწარმოებოდა
8 / 11
კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის ძეგლი, რომელიც მოსკოვის კონსერვატორიის წინაა განთავსებული, ვერა მუხიბნას ნამუშევრებს შორის ყველაზე რომანტიკულად მიიჩნევა.
9 / 11
ვერა მუხინამ სკულპტურა „შვილის პორტრეტი“ თავის ფიზიკოს ვაჟს, ვსევოლოდს მიუძღვნა. საინტერესოა, რომ მოქანდაკის მეუღლე გახლდათ უაღრესად ნიჭიერი ექიმი, მიხაილ ბულგაკოვის „ძაღლის გულის“ პერსონაჟ პროფესორ პრეობრაჟენსკის პროტოტიპი ალექსეი ზამკოვი.
10 / 11
ფიგურა განუხორციელებელი პროექტის, „ჩელუსკინელების გადარჩენისთვის“
11 / 11
ვერა მუხინას ნამუშევრები საბჭოთა ოფიციოზთანაა გაიგივებული. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ის არაერთხელ გამხდარა დასმენის მსხვერპლი და ასევე არაერთხელ შერისხა ხელისუფლებამ. უფრო მეტიც, ის გადასახლებულიც იყო