წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს სამართალწარმოება
Sputnik

 

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოფელ მუჟავაში, საამქროს ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26  კუბურ მეტრამდე ფიცარი.

სახერხი საამქრო, მორები და ფიცრები დაილუქა. მომხდარზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.