ყვითელი ამბები

„ვაკელებთან შედარებით, გაჭირვებულ ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდები რაინდები არიან“- სიხარულიძე

მსახიობი გივი სიხარულიძე ვაკესა და ვერაზე გაზრდილ თაობას აკრიტიკებს
Sputnik

ძველი თბილისელი და დედაქალაქის კოლორიტი გივი სიხარულიძე ვაკელებსა და გარე უბანში გაზრდილ ბიჭებს ერთმანეთს ადარებს.

გაგიკვირდებათ, და საქართველოში ყველაზე ცნობილი მსახიობი 75 წლის არის. თანატოლებთან შედარებით არ უშინდება ხმამაღალ და სკანდალურ განცხადებებს. მის გარშემო ხშირადაა აჟიოტაჟი და ათასი ჭორ-მართალი.

ხშირად საუბრობს ქალებზე, კაცურ ღირსებაზე, იმაზე, რომ ქართველი კაცს წლების წინ სხვა მენტალობა ჰქონდა, ახლა კი, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ამის შესახებ გივი სიხარულიძემ ინტერნეტ-გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრე ქართველი მამაკაცი გამოირჩეოდა ღირსებით, ვაჟკაცური თვისებებით.

„ის ახალგაზრდები, რომლებიც პერიფერიებში დაიბადნენ, გაჭირვებულ ოჯახებსა და გარე უბნებში, ისინი  რაინდული სულისკვეთების არიან და კაცებად იზრდებიან. ვაკესა და ვერაზე დაბადებულებს არც ვარჯიში უნდათ და არც სხვა რამე. თავიდან პლანით „კაიფით“ დაიწყეს და გადავიდნენ უარეს რაღაცებზე და მოიკლეს თავი.“