დატუქსული ქართველი მოჭიდავე და მედლების რეკორდული რაოდენობა მინსკში

Sputnik-საქართველოს ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია გთავაზობთ გასული კვირის სპორტული მოვლენების მიმოხილვას მინსკის მეორე ევროპული თამაშებიდან
Sputnik

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დასასრულს უახლოვდება მეორე ევროპული ოლიმპიური თამაშები და ბენებრივია, ჩვენი სპორტული მიმოხილვის მთავარი თემაც ეს გახლავთ.

მართალია, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ვერც მასშტაბურობით და ვერც პრესტიჟულობით ვერ გაუტოლდება, მაგრამ უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს. მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი 15 სახეობაში ასპარეზობს. ქართული დელეგაცია 10 სახეობაში იღებს მონაწილეობას და 61 მონაწილეს ითვლის.