37 წლის მსახიობის და მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად მოჭარბებული ყურადღების საგანია. მისი გარეგნობა, ვარცხნილობა, ჩაცმულობა სწრაფად ხდება განხილვის საგანი და, საერთოდ, საზოგადოება მასზე საუბარს არ წყვეტს.
მიუხედავად თავბრუდამხვევი კარიერისა, როგორც თავად შორენა ამბობს, მისი ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. შორენა ბავშვობას გულისტკივილით იხსენებს და ყვება, რომ 2 სამსახურის გამო სკოლის გაცდენა ხშირად უწევდა.
გარდა იმისა, რომ ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ფანებს ფოტოსესიებში მონაწილეობით ანებივრებს, ახლა გადაწყვიტა აუზზე გარუჯვისას სილამაზითა და ფუმფულა ფორმებით მიიზიდოს Instagram- ის გამომწერები.
მისი სხეული ბევრისათვის შესაშურია, ამიტომ კომენტარებში მამაკაცები ჭარბობენ და მეტად აქტიურდებიან, როდესაც შორენა ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს.
„ამ ფოტოზე მკერდი როგორ გიბრწყინავს, ცოლად გამომყვები?“, „მალე ჩემი გოგო იქნები“, „რა უნამუსობაა, რა ლამაზი ხარ“, „ყველაზე გემრიელი ფორმები შენ გაქვს“.