კახეთში ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა - მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

ტრაგედია კახეთში სოფელ შიბლიანთან - ორი ავტომანქანის შეჯახებისას ერთი აალდა და მსხვერპლი გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

ავარია თბილისი-რუსთავის გზაზე - დაშავებულია რვა ადამიანი

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი მამაკაცი კი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ასევე დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი.

ოთხი დაშავებული, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.