ბათუმისა და მახინჯაურის დატბორილი ქუჩები - წყალდიდობის შედეგების ვიდეო

ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და მახინჯაურში წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდებოდა შავი ზღვის სანაპიროს დასახლებულ პუნქტებში
Sputnik

ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და მახინჯაურში წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდებოდა შავი ზღვის სანაპიროს დასახლებულ პუნქტებში

 

ბათუმი და მახინჯაური ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტურისტებს ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდა. ამ დროისათვის შტორმის სიმძლვარე 4 ბალია.

სამაშველო კოშკურებზე გამოკიდებულია წუთელი დროშები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

ასევე მობილიზებულია მაშველების დამატებითი ჯგუფები. ისინი პატრულირებენ სანაპიროზე და რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ დამსვენებლებს უსაფრთხოების ზომების შესახებ.

ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება მას შემდეგ, რაც სამაშველო კოშკურებზე წითელი დროშები თეთრებით შეიცვლება.