თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იმ ქართველი მწერლებსა და გამომცემლებს გამოეხმაურა, რომლებიც „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმება გააპროტესტეს.
„მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაერთიანებით ფუნქციონირების პრობლემა არ შეექმნება ახლადჩამოყალიბებულ „ლიტერატურის ეროვნული ფონდს“, მიაჩნია პარლამენტის ვიცე–სპიკერ თამარ ჩუგოშვილს.
ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ნაწილმა „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმება გააპროტესტა.
„რეალობა არის ის, რომ ორი სხვადასხვა სსიპი, რომელიც სამინისტროს ფარგლებში ფუნქციონირებდა არის გაერთიანებული. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს ახალი სსიპ-ის ფუნქციონირებას. პირიქით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მუშაობა არის გაზრდილი. არასდროს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება და ხელშეწყობა ასეთ თანხაში არ ყოფილა გამოხატული. ამიტომ ვფიქრობ, სრული შესაძლებლობა ექნებათ როგორც მწერლებს, ასევე გამომცემლებს, იმ სსიპ-ში, რომელიც ორის ნაცვლად ჩამოყალიბდა, საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსების წყალობით საკმაოდ ეფექტურად იმუშაონ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ართველი მწერლებისა და გამომცემლების ნაწილმა გუშინ „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენა მოითხოვა.
მათი განცხადებით, რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა „მწერალთა სახლი“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ – კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ- ი, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან, გამომცემლებთან კონსულტაციისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა.
მწერლებიდა და გამომცემლების ნაწილის აზრით, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი ნატა ლომოური და დეა მეტრეველი.