მსოფლიო დღეს

მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქმეზე აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

დაკავებულმა ქართველ გოგონას, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მილანში 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

მილანში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს>>

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ გოგონას დაკავებულმა, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.

„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, - წერს იტალიური მედია.

მილანში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი პოლიციამ მიმდინარე წლის აპრილში იპოვა. ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა.