მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიურად ეხმიანება.
მსახიობი ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ ქართველებმა საქართველოში დაისვენონ, მათზე ფასდაკლება უნდა გაკეთდეს.
მსახიობს ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და ერთხმად აღნიშნეს, რომ იმ ფასად, რაც დღეს საქართველოს კურორტებზე დასვენება ღირს, ბევრად უფრო კომფორტულად დაისვენებ ევროპის ცნობილ კურორტებზე.