Gakharia, go home! - ფოტოები თბილისში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციებიდან

Sputnik

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა მომიტინგეთა ერთადერთი დარჩენილი მოთხოვნაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა ხდებოდა აქციაზე ბოლო დღეებში

საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში რჩება ათი ადამიანი, ორი მათგანი რეანიმაციაშია.

პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. აქციის დაშლის დროს არავინ დაღუპულა, მაგრამ ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ამის შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. მომიტინგეები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

გახარიამ განახხადა, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების საპასუხოდ პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური იყო.

აქციები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე მიმდინარეობს. ანტირუსული ლოზუნგების საწინააღმდეგ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის ბრძანება გასცა.

1 / 16
საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ
2 / 16
ამავე მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის შენობასთან შიმშილობა გრძელდება
3 / 16
სხვა ყველა მოთხოვნა შესრულებულია. თუმცა გახარია გადადგომას არ აპირებს, საპროტესტო აქციები კი გრძელდება
4 / 16
ზოგიერთ მომიტინგეს ხელში უჭირავს ტრანსფარანტი წარწერით „საქართველოს სამსახურში“
5 / 16
თვალის ახვევა უკვე საპროტესტო აქციის სიმბოლოდ იქცა
6 / 16
მომიტინგეები წვიმაშიც არ იშლებიან, თუმცა მათი რაოდენობა ამ მომენტში მკვეთრად შემცირდა
7 / 16
უკვე ერთ კვირაზე მეტია აქცია ყოველდღიურად 19:00 საათზე იწყება
8 / 16
მიტინგის გარდა, პროტესტმა სხვა ფორმებიც მიიღო. მომიტინგეებმა ქალაქის ქუჩებში საავტომობილო მსვლელობა გამართეს
9 / 16
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გამართეს
10 / 16
მსვლელობის წევრები ივანიშვილის რეზიდენციასთან სკანდირებდნენ „წადი!“
11 / 16
მათ ქართული ოცნების დამფუიძნებელს ყვითელი ბარათიც უჩვენეს
12 / 16
საჰაერო ბურთები წარწერით "Gakharia, go home!" ასევე ყვითელი იყო
13 / 16
წვიმაში მომიტინგეთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, აქციაზე მაინც ასობით ადამიანი იყო
14 / 16
შაბათს საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება
15 / 16
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მასობრივ მსვლელობას გეგმავენ
16 / 16
მსვლელობის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება - მათ გიორგი გახარიას გადადგომა სურთ