მრავალათასიანი საპროტესტო აქცია თბილისში: მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი დაიკავეს

შაბათს „თავისუფლების მარშში“ მონაწილე ათასობით მომიტინგემ რუსთაველის გამზირი დაიკავა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდებოდა აქციაზე
Sputnik

შაბათს „თავისუფლების მარშში“ მონაწილე ათასობით მომიტინგემ რუსთაველის გამზირი დაიკავა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდებოდა აქციაზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებისგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკურ პარტიებს გამიჯნული ახალგაზრდები იყრიდნენ თავს, „თავისუფლების მარშს“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

შეკრების ადგილი ყველასთვის სხვადასხვა იყო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები თბილისის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებმა კი რუსთაველის მეტროსთან მოიყარეს თავი. პირველი რესპუბლიკის მოედანზე პარლამენტთან მიმდინარე ახალგაზრდების საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა შეკრების ადგილი იყო.

თბილისის ცენტრში მოძრაობა გადაიკეტა - მომიტინგეთა კოლონა მთელი რუსთაველის გამზირზე გადაიჭირა. აქციაზე ჩანს საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები შს მინისტრის გადადგომის მოწოდებით. ბევრ მომიტინგეს ხელში უჭირავს ტრანსფარანტები, რომლებზეც დახატულია სისხლიანი თვალი და წერია „წადი!“ - მანიფესტანტები ასე იგონებენ 20 ივნისის ღამეს. ზოგიერთ მათგანს თეთრი მაისური აცვია და წითლად აწერია „გახარია წადი“.

პოლიცია მთელი რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოებას და წესრიგს უზრუნველყოფს.