ყველაზე ხშირად რომელი დაავადებებისგან იღუპებიან საქართველოში

„საქსტატმა“ ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში სიკვდილიანობის  შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებებია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე „საქსტატზე“ დაყრდნობით.

2018 წელს საქართველოში 46,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 23,8 ათასი მამაკაცი და 22,7 ათასი ქალი.

დაავადებებირაოდენობა 2017 წელსრაოდენობა 2018 წელს
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები19 84921 549
ონკოლოგია7 095
7 329
სასუნთქი სისტემის დაავადებები2 6083 676


საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად არაინფექციური დაავადებებისგან იღუპება – სიკვდილიანობის 95% სწორედ ასეთ პაციენტებზე მოდის, განაცხადა ადრე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ.

ქვეყნის დემოგრაფებმა დიდი ხანია ატეხეს განგაში და აღნიშნეს, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. მათი სიტყვებით, შობადობის შემცირება და მიგრაციის გაზრდა ქვეყანას საშინელ შედეგებამდე მიიყვანს. 2018 წელს საქართველოში 51,1 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.