როგორ ცდილობს შვილი დედის ცხედრის გადამალვას - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

სათვალთვალო კამერამ უცნაური სურათი დააფიქსირა - ვიდეომ საზოგადოება შოკში ჩააგდო
Sputnik

ბერძნული მედია ავრცელებს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, თუ როგორ გამოაქვს საბერძნეთის დედაქალაქში 68 წლის შვილს 92 წლის დედის საბანში გახვეული ცხედარი შუა ქუჩაში და როგორ ცდილობს მის გადამალვას.

ქალი მოგვიანებით პოლიციამ აიყვანა და მან ოფიცრებს განუცხადა, რომ ძალიან წუხდა და ნერვიულობდა დედის ტანჯვის გამო, რომელსაც ავადმყოფობა იწვევდა და მისი ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურდა.