„ქართული ოცნება“ სხდომას მართავს

სხდომას მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი პარტიის პრეს–ცენტრზე დაყრდნობით.

სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ.

შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მას ესწრებიან პარტია“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პოლიტსაბჭოს გენერალური მდივანი კახა კალაძე და მმართველი გუნდის სხვა წევრები.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი: პირადად ჩემგან მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს

თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს. იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი, დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება. ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„გახარია, წადი!“ - საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ>>

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.