„ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. ეს იყო უძმიმესი წუთები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ის რაც მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. მათი მოვალეობაა, დაიცვან კონსტიტუცია, დემოკრატიული ინსტიტუტები და წესრიგი ქვეყანაში. 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელია მსჯავრდებული სააკაშვილი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ- მინისტრის განმარტებით, გულწრფელი პროტესტის გარდა, საზოგადოებამ იხილა დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებაც, რომელიც ცდილობდა, „ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინა პროვოკაციისთვის“