ბიჭმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი დაიჭირა - ემოციური ვიდეო

17 წლის ბიჭმა მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაიჭირა.
Sputnik

ინციდენტი სტამბულში მოხდა.

ორი წლის სირიელი დოჰა მუჰამედი მეორე სართულის ფანჯრიდან მაშინ გადმოვარდა, როდესაც მშობელი სამზარეულოში იყო. ქუჩაში მყოფმა მოზარდმა ბავშვი დაინახა და ის დროულად დაიჭირა. 2 წლის ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.