თბილისში მომიტინგეებმა წვიმის დროს აქცია განაგრძეს

თბილისში პარასკევს საღამოს, მიუხედავად ძლიერი წვიმისა, საპროტესტო აქცია გაგრძელდა. იხილეთ Sputnik_საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგი
Sputnik

თბილისში პარასკევს საღამოს, მიუხედავად ძლიერი წვიმისა, საპროტესტო აქცია გაგრძელდა. იხილეთ Sputnik_საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგი

საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში რჩება ათი ადამიანი, ორი მათგანი რეანიმაციაშია.

ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოსათვის ღალატში დასდო ბრალი, ვინაიდან მათ ქვეუყანაში არა მხოლოდ შემოუშვეს ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, არამედ პარლაემნტში საპატიო ადგილიც გამოუყვეს. ხელისუფლებამ მომხდარს პროცედურული შეცდომა უწოდა.

თავად გავრილოვის თქმით, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე ქართულმა მხარემ დასვა და დასძინა, რომ სხვა ქვეყნებშიც დაუკავებია საპატიო ადგილები, მაგრამ მსგავსი რეაქცია არსად ჰქონიათ.

საპროტესტო აქციები გრძელდება. ერთადერთი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელსაც მომიტინგეები აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადამნაშაულებენ. 

გახარიას თქმით, იმ ღამით იყო სახელმწიფო ინსტიტუტისა და ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების მცდელობა, რაც პოლიციამ თავიდან აირიდა. მინისტრმა 20-21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.