გიორგი გახარია: მე შემიძლია ხვალვე გადავდგე...

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 20−21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას მოხდა.
Sputnik

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ, შემიძლია გადავდგე ხვალაც და ზეგაც. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკელ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს მაშინ, როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის განმარტებით, მისთვის გადადგომა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ თანამდებობის დატოვებას იქამდე არ აპირებს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.