ყვითელი ამბები

„დაურეკა და სთხოვა თაიგული მოეტანათ“ - ვისგან მიიღო ტელეწამყვანმა განსაკუთრებული საჩუქარი

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დაბადების დღეზე განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.
Sputnik

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ იუბილარი იყო. მას 40 წელი შეუსრულდა, თუმცა იუბილე არ აღუნიშნავს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციაზე იყო.

დღეს ტელეწამყვანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ყვავილების თაიგულის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარი მისი მცირეწლოვანი შვილისგან საბა კოდუასგან მიიღო.

„ამ საჩუქარს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ საბა საბერძნეთშია. აქ ადამიანებს დაურეკა და სთხოვა ჩემთვის ეს თაიგული მოეტანათ“, - წერს ტელეწამყვანი.

ნანუკა ჟორჟოლიანს ორი შვილი ჰყავს - მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა, რომლებიც საბერძნეთში ისვენებენ.