ყვითელი ამბები

ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ - ფოტოები აქციიდან

ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიაა, ერთ-ერთი ყველაზე საშიშიც კი დღევანდელ მსოფლიოში. ხშირად ვუყურებთ ჟურნალისტებს ტრაგედიის ეპიცენტრში და ვერც კი წარმოგვიდგენია, რამხელა რისკის ფასად გვაწვდიან ახალ ამბებს.
Sputnik

თბილისში 20 ივნისიდან აქციები მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან და ქართული მასმედიის წარმომადგენლებს თითქმის 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. სხვას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ იმის თქმაც იქნებოდა საკმარისი, რომ 20-21 ივნისის ღამეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო დაზიანება.

გთავაზობთ ფოტოებს სოციალური ქსელის მათი გვერდებიდან, სადაც მათ დროდადრო აქვეყნებენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მასმედიის იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ იმისთვის, რათა საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული.

ტელეკომპანია Rustavi 2-ის ერთ-ერთი წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თითქმის ყოველდღეა ეთერში. გუშინ აქციიდან მას პირდაპირი ეთერი მიჰყავდა. ნანუკა იუბილარი იყო, თუმცა ამას მისთვის პროფესიული საქმიანობის შესულებისთვის ხელი არ შეუშლია. 

 

აქციების ყოველდღიური რეჟიმის გამშუქებელია ტელეკომპანია Rustavi 2-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი დიანა ჯოჯუა, რომელიც მაყურებელს კარგად ახსოვს აქციის დარბევისას გადაღებული კადრებიდან, თუ როგორ იცავდა პოლიციელს. 

აქციებს აშუქებს ასევე ტელეკომპანია Imedi-ს ახალი ამბების ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაიაც.

აქციებზე თუ იყავით, აუცილებლად შენიშნავდით "TV პირველის" ჟურნალისტს ანუნა ახალაიას.

ამ ცნობილ ფოტოზე ტელეკომპანია Rustavi 2-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილია, რომელსაც 20 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებული სპეცრაზმელი მოჰყავს.

ეს ლიკა ალელიშვილია - „პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აქციებზე გასაშუქებლად დაბრუნდა. ლიკა 20 ივნისს რეზინის ტყვიის მოხვედრის შემდეგ კლინიკაში იწვა რამდენიმე დღე. ფოტო ლიკას დაშავებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.