მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ელოდებიან – რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი?

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. საქართველოს  პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე აღარ წარდგება, იუწყება ქართული მედია.

მთავრობის მეთაური ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე პირველად უნდა გამოსულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერი პარლამენტში

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს - ივნისში უნდა მოხდეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული. პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანაგარიში პარალმენტს წერილობითი ფორმით ივნისის დასაწყისში გადაუგზავნა.

დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში 3 ივნისს შევიდა, 212-გვერდიანია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური პოლიტიკა, საპენსიო რეფორმა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და სხვა.

ბახტაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება.